მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული 108 წელი ოლიმპიური ჩემპიონის არსენ მეკოკიშვილის დაბადებიდან

108 წელი ოლიმპიური ჩემპიონის არსენ მეკოკიშვილის დაბადებიდან

ავტორი კახა მიხანაშვილი
51 ნახვა

დღეს, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ოლიმპიური ჩემპიონი არსენ მეკოკიშვილი 108 წლის გახდებოდა.

მეკოკიშვილი გასულ საუკუნეში 1912 წლის 12 აპრილს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში დაიბადა.

არსენ მეკოკიშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. იგი იმ დროს 40 წლის გახლდათ.
2 წლის თავზე კი ტოკიოში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მეკოკიშვილი 1945 წლამდე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასპარეზობდა.

მეკოკიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 9-ჯერ 1945, 1946, 1948, 1949, 1950, 1951, 1952, 1953, და 1956 წლებში გახდა.

ტიტულოვანი ფალავანი დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

არსენ მეკოკიშვილი 1972 წლის 7 მარტს მშობლიურ სოფელ
გიორგიწმინდაში ავტოკატასტროფის შედეგად 60 წლის ასაკში  დაიღუპა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი