მთავარი მთავარი უკრაინულმა ტელეარხმა ტაჯიკეთის ჩემპიონატის რეპორტაჟები შეიძინა

უკრაინულმა ტელეარხმა ტაჯიკეთის ჩემპიონატის რეპორტაჟები შეიძინა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ დროისთვის ფეხბურთს რამდენიმე ქვეყანაში თამაშობენ.

საფეხბურთო ჩემპიონატები ბელარუსში, ბურუნდიში, ტაივანში და ნიკარაგუაში იმართება.

რამდენიმე დღის წინ სტარტი ტაჯიკეთის ჩემპიონატმაც აიღო.

გუშინ, კი ,,ვისშაია ლიგის” მე-2 ტურის მატჩები გაიმართა.

ტაჯიკეთის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლება ცნობილმა უკრაინულმა ტელეარხმა „სპორტ 1“-მა შეიძინა და თავის მაყურებელ ცენტრალური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟიც შესთავაზა.

უცნობია, რამდენ უკრაინელს, ან ამ არხის რამდენ მაყურებელს დააინტერესა პირდაპირ ეთერში გასული
,,ისტარავშანისა” და „კუკტოშის” შეხვედრა, თუმცა ფაქტია, რომ დღეიდან ტაჯიკური ფეხბურთის ცქერა უკვე შესაძლებელია.

ტაჯიკეთის საფეხბურთო ჩემპიონატამდე უკრაინულმა ტელეარხმა ბელორუსის ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ჩვენების უფლებაც შეიძინა.

ტაჯიკეთში ქვეყნის პრეზიდენტის
ემომალი რაჰმონის ბრძანებით კორონავირუსის შესახებ საუბარი აკრძალულია. აქედან გამომდინარე, არავინ იცის რამდენი ინფიცირებულია ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი