მთავარი საქართველოლეგიონერები თემურ ქეცბაია: ,,კვიპროსის ჩემპიონი მოედანზე უნდა გაირკვეს და არა კაბინეტში”

თემურ ქეცბაია: ,,კვიპროსის ჩემპიონი მოედანზე უნდა გაირკვეს და არა კაბინეტში”

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

ფამაგუსტას ,,ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ რადიო „სუპერ სპორტს FM“-თან ინტერვიუში კვიპროსის ჩემპიონატის დასრულების შესაძლო სცენარზე ისაუბრა.

ქართველი სპეციალისტი აცხადებს, რომ კვიპროსის ჩემპიონი მოედანზე უნდა გაირკვეს და არა კაბინეტში, როგორც ეს ბელგიაში მოხდა.

თემურ ქეცბაია: ,,კვიპროსის ჩემპიონი მოედანზე უნდა გაირკვეს და არა კაბინეტში გადაწყვეტილებით,
როგორც ეს ბელგიაში მოხდა.
,,ანირთოსისს” და ,,ომონიას” 46-46 ქულა აქვს და უსამართლობა იქნება ჩემპიონად ნიქოზიის გუნდი გამოცხადდეს. თან ჩვენ მთელი ჩემპიონატი ვლიდერობდით და
„ომონიამ“ გალიდერება მხოლოდ 22-ე ტურის შემდეგ მოახერხა.
ინგლისის პრემიერლიგაში ,,ლივერპული” წინ დიდი უპირატესობით არის გასული, თუმცა ჩემპიონად მისი დასახელება ჯერ არ გადაუწყვეტიათ.  თავად ლივერპულელებიც კი მზად არიან, რომ ოქროს მედლები მოედანზე მოიპოვონ. კვიპროსში კი ვიღაცეებს ჩემპიონის გამოვლენა
სხვაგვარად სურს და ზოგიერთი უკვე გადაწყვეტილებას ამზადებს.
თუ ეს მოხდა დიდი უსამართლობა იქნება.
,,ანორთოსისის” ფეხბურთელები ბაზაზე მოდიან და ვარჯიშობენ. ისინი ერთმანეთისგან 170 მეტრის დაშორებით იმყოფებიან.
ეს პრობლემა არაა. გაცილებით დიდი პრობლემაა, როდესაც სუპერმარკეტში 50-50 ადამიანი ერთად შედის.
თუ ჩემპიონატი განახლდა დიდი ალბათობით, ფეხბურთელებს თამაში ყოველ სამ-ოთხ დღეში მოუწევთ. ამის ფონზე ვემხრობი შემოთავაზებას, რომ თამაშის დროს გუნდს ხუთი შეცვლის უფლება მიეცეს, ორი პირველ ტაიმში და სამი – მეორეში. ამით თავიდან ავიცილებთ ტრავმებს, ბევრ მოთამაშეს გამოვიყენებთ და ფორმას ყველა სწრაფად აღიდგენს.“ -აცხადებს თემურ ქეცბაია.

ამ დროისთვის კვიპროსის ჩემპინატში 23 ტურის შემდეგ ორხელისუფლებიანობაა.
46-46 ქულით ,,ომონია” და ,,ანორთოსისი” ლიდერობენ.
ურთიერთშეხვედრებში კი უპირატესობა ნიქოზიელებს გააჩნიათ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი