მთავარი მსოფლიოგერმანია ბორის ბეკერზე ფილმს გადაიღებენ

ბორის ბეკერზე ფილმს გადაიღებენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
8 ნახვა

გერმანული ტელეარხი ,,RTL” ლეგენდარულ ჩოგბურთელ ბორის ბეკერზე ფილმს გადაიღებს. ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ ,,Bild” ავრცელებს.

ფილმი ცნობილი ჩოგბურთელის ახალგაზრდობას ეძღვნება.
ბორის ბეკერის როლის შემსრულებლის ვინაობა ჯერჯერობით  უცნობია.

ფილმის გადაღებები მაისში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო მუშაობის პროცესი გადაიდო.

ბორის ბეკერი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელია.  იგი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი იყო.
ბეკერმა 17 წლის ასაკში უიმბლდონი მოიგო. იგი ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია.

ბორის ბეკერმა უიმბლდონზე ჯამში 3-ჯერ 1985, 1986, 1989 წლებში  გაიმარჯვა.
3-ჯერ 1987, 1989, 1991 წლებში
როლან გაროსის ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი აღმართა
2-ჯერ 1991 და 1996 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა.
1989 წელს კი ამერიკის ღია პირველობაზე გაიბრწყინა.
ბეკერმა 3-ჯერ წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.

ბეკერმა კარიერა 1999 წელს 32 წლის ასაკში დაასრულა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი