მთავარი მთავარი სიმონა ჰალეპი: ,,ექიმები გმირები არიან და ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ისინი”

სიმონა ჰალეპი: ,,ექიმები გმირები არიან და ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ისინი”

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რუმინელმა სიმონა ჰალეპმა ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვიდეო ატვირთა, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან წარმოდგენილი.

ჰალეპი აცხადებს, რომ ექიმები გმირები არიან და ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ისინი.

სიმონა ჰალეპი: ,,აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ექიმებისა და იმ პროფესიის წარმომადგენელთა თავდადებით, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან. ისინი თავის საქმეს სიყვარულით აკეთებენ. ექიმები გმირები არიან და ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ისინი.
ჩვენი მოვალეობაა დავრჩეთ სახლში და ამით დავეხმაროდ ჩვენს გმირ პროფესიონალ თანამამულეებს. ჩვენ ვირუსთან ბრძოლაში სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ერთად წარმატებას მივაღწევთ.
მადლობა ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის” -წერს სიმონა ჰალეპი.

ესეც ზემოთაღნიშნილი ვიდეო:
https://m.facebook.com

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი