მთავარი მსოფლიოინგლისი მსოფლიოს ჩემპიონი პიტერ ბონეტი გარდაიცვალა

მსოფლიოს ჩემპიონი პიტერ ბონეტი გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
53 ნახვა

78 წლის ასაკში ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის ,,ჩელსის” ყოფილი მეკარე 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი პიტერ ბონეტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ,,ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ლონდონური კლუბი ავრცელებს.

ბონეტის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა.

პიტერ ბონეტიმ საფეხბურთო კარიერაში დროის უმეტესობა ,,ჩელსიში” გაატარა.
იგი ,,არისტოკრატების” ღირსებას ჯამში
18 წლის განმავლობაში 1960-1975 და 1976-1979 წლებში იცავდა.

პიტერ ბონეტიმ ლონდონურ კლუბთან ერთად 1971 წელს უეფას თასი მოიპოვა.
თითოჯერ კი ინგლისის თასი, ლიგის თასი და სუპერთასი აღმართა.

1966 წელს სამშობლოში გამართულ მუნდიალზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა, თუმცა ძირითადი მეკარის გორდონ ბენქსის დუბლიორი იყო და მსოფლიოს პირველობაზე არცერთ მატჩი არ ჩაუტარებია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი