მთავარი მსოფლიოიტალია ჯანლუკა ვიალიმ უმძიმესი დაავადება დაამარცხა

ჯანლუკა ვიალიმ უმძიმესი დაავადება დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ვიალიმ ქიმიოთერაპიის დახმარებით სიმსივნის დაავადება დაამარცხა.

ეს ამბავი ვიალიმ თავად დაადასტურა.

55 წლის ფეხბურთელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაახლოებით ორი წლის წინ დაუდგინეს.
ვიალიმ ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება წელიწადნახევრის წინ დაიწყო და მკურნალობამ შედეგი გამოიღო.

ჯანლუკა ვიალი ფეხბურთელობის ჟამს ,,კრემონეზეში”, ,,სამპდორიაში”, ,,იუვენტუსში” და ლონდონურ ,,ჩელსიში” გამოდიოდა.

,,სამპდორიაში” ყოფნისას ვიალიმ სერიას ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
3-ჯერ იტალიის თასი და ერთხელ სუპერთასი აიღო.
1989-90 წლების სეზონში უეფას თასი აღმართა.

,,იუვენტუსთან” ერთად 1995-96 წლებში მაშინდელი ჩემპიონთა თასი დაისაკუთრა.
1994-95 წლებში სკუდეტო მოიპოვა.
თითოჯერ კი იტალიის თასი და სუპერთასი ასწია.

ჯანლუკა ვიალიმ ,,ჩელსიში” თავისი ტიტულების კოლექცია უეფას თადების მფლობელთა თასით, ინგლისის თასით და ლიგის თასით შეავსო.
საკლუბო კარიერაში ვიალიმ 488 შეხვედრა გამართა და 167 გოლი გაიტანა.

ვიალი იტალიისი ნაკრებში 1985–1992 წლებში გამოდიოდა. მან 1990 წლის მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი აიღო.
სულ კი 59 მატჩში მეტოქის კარი 26-ჯერ დალაშქრა.

ვიალიმ კარიერის დასრულების შემდეგ ხელი მწვრთნელობას მიჰყო. იგი ,,ჩელსისა” და ,,უოტფორდს” ხელმძღვანელობდა.
ვიალის თავკაცობით ,,არისტოკრატებმა” თასების თასი, ევროპის სუპერთასი, ინგლისის, ლიგის და ასოციაციის თასები მოიპოვეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი