მთავარი საქართველოლეგიონერები ლაშა შინდაგორიძის ტრავმა და ,,შახტიორის” ზედიზედ მეორე უგოლო მატჩი ბელარუსის ჩემპიონატში

ლაშა შინდაგორიძის ტრავმა და ,,შახტიორის” ზედიზედ მეორე უგოლო მატჩი ბელარუსის ჩემპიონატში

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში ლაშა შინდაგორიძისა და გიორგი დიასამიძის კლუბი სოლიგორსკის ,,შახტიორი” სტუმრად, ,,სმოლევიჩთან” დაზავდა.

შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა.

ლაშა შინდაგორიძე ,,მეშახტეების” ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მე-18 წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის დაზიანება მიიღო ქართველმა ფეხბურთელმა.
რაც შეეხება გიორგი დიასამიძეს, იგი გუნდის განაცხადში გახლდათ, თუმცა მწვრთნელებმა მოედანზე არ შეიყვანეს.

განვლილი 4 ტურის შემდეგ ქართველების გუნდს 5 ქულა გააჩნია და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს.

,,შახტიორი” მორიგ შეხვედრას 17 აპრილს, შინ ,,სლუტსკისთან” ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი