მთავარი მთავარი დიდიე დროგბამ თავისი საავადმყოფო კორონავირუსით დაავადებულებს დაუთმო

დიდიე დროგბამ თავისი საავადმყოფო კორონავირუსით დაავადებულებს დაუთმო

ავტორი კახა მიხანაშვილი
43 ნახვა

ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ კოტ დ’ივუარში მის საკუთრებაში არსებული საავადმყოფო კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს დაუთმო. ამ ინფორმაციას სააგენტო ,,dailymail” ავრცელებს.

დროგბას კლინიკაში იმ პაციენტებს მოათავსებენ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ.

ამ დროისთვის კოტ დ’ივუარში  კორონავირუსის 574 შემთხვევაა გამოვლენილი.  უახლოეს, პერიოდში კი ქვეყანაში დაავადების პიკს და პაციენტების ზრდას ელოდებიან.

დროგბას სამშობლოში
ვერაგული დაავადებისგან 5 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯამრთელება კი 58 პიროვნებამ მოახერხა.

დიდიე დროგბამ ჰოსპიტალი კოტ’ დიუვარის დედაქალაქ აბიჯანში
2016 წელს, თავის მიერ დაარსებულ ფონდის, „დახმარება აფრიკელ ხალხს“ ფარგლებში გახსნა. საავადმყოფოში გაჭირვებულ პაციენტებს უსასყიდლოდ მკურნალობენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი