მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები საქართველოსა და მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის მატჩი აღარ გაიმართება

საქართველოსა და მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის მატჩი აღარ გაიმართება

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის მატჩი გაუქმებულია.  ამის შესახებ ინფორმაციას სარაგბო გამოცემა ,,რაგბი პასი” ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრები 2020 წელს დაგეგმილ სამ ტესტ-მატჩს ვეღარ ჩაატარებს.

,,სპრინგბოკისა” და შოტლანდიის ნაკრების ორი შეხვედრა ივნისის ნაცვლად, ოქტომბერში გაიმართება.  საქართველოსთან მატჩი კი აღარ გაიმართება.

სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ორთაბრძოლა თბილისში, 18 ივლისს უნდა გამართულიყო.

საქართველოს რაგბის კავშირს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი