მთავარი მსოფლიოNBA კორინავირუსისგან კარლ-ენტონი ტაუნსის დედა გარდაიცვალა

კორინავირუსისგან კარლ-ენტონი ტაუნსის დედა გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

NBA-ს კლუბ ,,მინესოტა ტიმბერვულვზის” კალათბურთელის კარლ-ენტონი ტაუნსის დედა ჟანკლინი კორონავირუსისგან გარდაიცვალა.

ჟანკლინ ტაუნსი ვერაგულ დაავადებას დაახლოვებით, ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა.
იგი საავადმყოფოში ხელოვნურ კომაში მყოფი გადაიყვანეს. ექიმებმა კი ,,COVID-19″-ის დიაგნოზი დაუსვეს.

მარტის ბოლოსკენ ქალბატონის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
კარლ-ენტონი ტაუნსის მშობელი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

კორონავირუსისგან კალათბურთელის მამაც არის დაინფიცირებული.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის დაინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ  ადგილზეა. აშშ-ში დაავადებულთა რიცხვმა 588,465 მიაღწია.
ვირუსისგან 23,711 ადამიანია გარდაცვლილი.
გამოჯანმრთელება კი 37,326 პაციენტმა მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი