მთავარი მსოფლიოიტალია ,,სამპდორიას” ფეხბურთელებმა კორონავირუსი დაამარცხეს

,,სამპდორიას” ფეხბურთელებმა კორონავირუსი დაამარცხეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

იტალიის სერია ა-ს კლუბ გენუის ,,სამპდორიას” ფეხბურთელები მსიფლიოში გავრცელებული კორონავირუსის დაავადებისგან განიკურნენ. ინფორნაციას ამ სასიამოვნო ამბავის შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი ავრცელებს.

ოფიციალურად, ,,კოვიდ-19″ „სამპდორიას“ შვიდ მოთამაშეს დაუდასტურდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო.
ასეა თუ ისეა ,,სამპდორიას” ფეხბურთელებმა  კორონავირუსი დაამარცხეს და ამ დროისთვის, ისინი ამ ვერაგული დაავადებისგან განკურნებულნი არიან.

რანიერი აცხადებს, რომ ზოგიერთ მათგანს ონლაინრეჟიმში პირადად ესაუბრა  და მისი შეგირდები თავს მხნედ გრძნობენ.

კორონავირუსი იტალიაში ჯამში 162,488 ადამიანს აღმოაჩნდა. აქედან გარდაცვლილია 18,255 პიროვნება, ხოლო გამოჯანმრთელება ,,სამპდორიას” ფეხბურთელების მსგავსად 37,130 პაციენტმა მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი