მთავარი მსოფლიოიტალია ბლეზ მატიუდი და დანიელე რუგანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

ბლეზ მატიუდი და დანიელე რუგანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი

ტურინის ,,იუვენტუსის” ბანაკში სასიამოვნო სიახლეა.

კორონავირუსისგან გუნდის ფეხბურთელები ბლეზ მატიუდი და დანიელე რუგანი განიკურნენ.
ინფორმაციას ამ სასიამოვნო ამბავის შესახებ ,,ბებერი ქალბატონის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

რამდენიმე საათის წინ მატიუდის და რუგანს კორონავირუსზე მეორე ტესტი ჩაუტარეს. მათ ორგანიზმში ,,COVID 19″-ის კვალი არ აღმოჩნდა.

ფეხბურთელები კლინიკას უახლოეს საათებში დატოვებენ.

დანიელე რუგანი ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელსაც დაავადება დაუდგინდეს. ,,იუვენტუსის” მცველი 12 მარტს დაინფიცირდა. ბლეზ მატუიდს კი ვირუსი სამიოდე დღის შემდეგ დაუდასტურდა.

იტალიაში კორონავირუსის 162,488 შემთხვევაა გამოვლენილი.
აქედან გარდაცვლილია 21,067 ადამიანი. ,,იუვენტუსის” ფეხბურთელების მსგავსად აპენინებზე გამოჯანმრთელება 37,130 პაციენტმა მოახერხა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი