მთავარი მთავარი სფფ-მ თბილისის მერიას სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის ნობათი გადასცა

სფფ-მ თბილისის მერიას სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის ნობათი გადასცა

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში აგრძელებს ხანდაზმული და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარებას.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ინიციატივით დედაქალაქის მერიას რამდენიმე ასეული ოჯახისთვის არამალფუჭებადი პროდუქტის სასაჩუქრე ნაკრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.

პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძესთან ერთდ გაეცნო. პროდუქტების 600 სასაჩუქრე ნაკრები, სხვა კომპანიების მიერ მიწოდებულ სპეციალურ პაკეტებთან ერთად გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს ოპერატიულად გადაეცემათ.

წყარო:  საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი