მთავარი ჭიდაობათავისუფალი ლუკა კურტანიძე იუბილარია

ლუკა კურტანიძე იუბილარია

ავტორი კახა მიხანაშვილი

დღეს, საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე 48 წლის გახდა.

თავისუფალ ჭიდაობაში 2-გზის მსოფლიოსა და 5-გზის ევროპის ჩემპიონი 1972 წლის 16 აპრილს აფხაზეთში, კერძოდ გულრიფშის რაიონის სოფელ ქვემო ფშაფში დაიბადა.

კურტანიძე 1992 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ერთი წლის თავზე კი 21 წლის ასაკში დიდებში სტამბულში გამართულ ევროპის პირველობაზე და ტორონტოში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.

ლუკა კურტანიძემ 2002 და 2003 წლებში მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქროს მედლები მოიპოვა და თეირანსა და ნიუ იორკში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
სულ კი მას პლანეტის პირველობაზე 5 მედალი 2 ოქრო, 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო აქვს აღებული.

ლუკა კურტანიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ 1996, 1997, 1998, 2001 და 2005 წლებში მოიპოვა. მას კოლექციაში კონტინენტის პირველობის 2 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი გააჩნია.

კურტანიძემ ატლანტისა და სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

ლუკა კურტანიძე 3-ჯერ 1996, 2002 და 2003 წლებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. იგი ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენების კავალერი გახლავთ.

კურტანიძე 2012-2014 წლებში
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო.

2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ.

,,სპორტერის” რედაქცია ულოცავს სახელოვან სპორტსმენს დაბადების დღეს და ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და უფლის წყალობას
უსურვებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი