მთავარი სხვაგუნდური სახეობები დონალდ ტრამპი: ,,სპორტი უნდა დაბრუნდეს – დავიღალე 14 წლის წინანდელი ბეისბოლის მატჩების ცქერით”

დონალდ ტრამპი: ,,სპორტი უნდა დაბრუნდეს – დავიღალე 14 წლის წინანდელი ბეისბოლის მატჩების ცქერით”

ავტორი კახა მიხანაშვილი
42 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სურვილია ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები რაც შეიძლება მალე განახლდეს.

მისი აზრით, ამერიკამ კორონავირუსის ეპიდემიის ახალი შემთხვევების პიკი უკვე გადალახა. ტრამპს იმედი აქვს, რომ დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და მსოფლიო საშინელ ვირუსს დაამარცხებს.

დონალდ ტრამპი:
„ჩვენ გვჭირდება სპორტული ტურნირების განახლება. ამერიკა ნელ-ნელა ცხოვრების ძველ რითმს უნდა დაუბრუნდეს.
პირადად მე დავიღალე 14 წლის წინანდელი ბეისბოლის მატჩების ცქერით.
მოუთმენლად ველოდები სპორტულ ფედერაციებთან შეხვედრას. მათგან მსურს, შევიტყო რა გეგმები აქვთ და როდისთვის შეძლებენ თავიანთი სპორტის სახეობების ამუშავებას.
კორონავირუსთან ბრძოლა გრძელდება, თუმცა მონაცემები მიგვანიშნებს, რომ ამერიკამ ახალი შემთხვევების პიკი გადალახა. ვიმედოვნებ, რომ ეს დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და ჩვენ დიდი პროგრესის მიღწევას შევძლებთ.
მჯერა მსოფლიო მალე დაამარცხებს ამ საშინელ ვირუსს” – აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ამ დროისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.
აშშ-ში დაავადების 644,348 შემთხვევაა გამოვლენილი.
ვირუსიაგან გარდაცვლილია 28,554 ადამიანი.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა
კი 48,708-ს უწია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი