მთავარი მსოფლიოNBA ქველმოქმედი სუპერვარსკვლავები – რასელ ვესტბრუკი და ჯეიმს ჰარდენი კორონავირუსისგან დაზარალებულებს დაეხმარებიან

ქველმოქმედი სუპერვარსკვლავები – რასელ ვესტბრუკი და ჯეიმს ჰარდენი კორონავირუსისგან დაზარალებულებს დაეხმარებიან

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბ ,,ჰიუსტონ როკეტსის“  კალათბურთელები რასელ ვესტბრუკი და ჯეიმს ჰარდენი მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში მიიღებენ.

NBA-ს სუპერვარსკვლავები კორონავირუსით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან.

ჯეიმს ჰარდენი ჰიუსტონის მახლობლად მცხოვრებ 5000 ოჯახს 2 თვის განმავლობაში საკვებით უზრუნველყოფს.

რასელ ვესტბრუკმა კი 650 ჰიუსტონელ სტუდენტს პერსონალური კომპიუტერები აჩუქა.

აშშ კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. ამერიკა დაინფიცირებული ადამიანების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ამ დროისთვის გარდაცვლილია
28,554 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელება 48,708 პაციენტმა მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი