მთავარი მთავარი დარია ბილოდიდი: ,,წარმატების მისაღწევად საჭიროა 10% ტალანტი და 90% მძიმე მუშაობა”

დარია ბილოდიდი: ,,წარმატების მისაღწევად საჭიროა 10% ტალანტი და 90% მძიმე მუშაობა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
108 ნახვა

ძიუდოს უკრაინელმა ვარსკვლავმა დარია ბილოდიდმა ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე სპორტსმენების წარმატების საიდუმლოზე დაწერა.

პირმშვენიერი ასული აცხადებს, რომ სპორტში წარმატების მისაღწევად საჭიროა 10% ტალანტი და 90% მძიმე მუშაობა.

დარია ბილოდიდი: ,,სპორტსმენის წარმატების მისაღწევად საჭიროა 10% ტალანტი და 90% მძიმე მუშაობა. ეთანხმებით ამ სიტყვებს? მე კი. იმიტომ, რომ მაშინაც თუ გაქვს სუპერნიჭი და არ გააუმჯობესებ შენ უნარებს დიდ მიზნებს ვერ მიაღწევ.
მძიმე შრომით და მუდმივი ვარჯიშით, უნდა შეძლო ახვიდე მწვერვალზე. თუ ნიჭიერ სპორტსმენს შრომა ეზარება და მხოლოდ თავისი ტალანტის იმედად გახლავთ, მან შესაძლოა გარკვეულ მომენტში, რაღაცას მიაღწიოს, შემდეგ კი მისი უნარები გაქრება. ნიჭი საჭიროა, მაგრამ შენი მონაცემების სრულად გამოვლენისათვის თავდაუზოგავი შრომა აუცილებელია.” – აცხადებს დარია ბილოდიდი.

19 წლის დარია ბილოდიდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტია.
უკრაინელი ლამაზმანი 2-2-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. მას ასევე ოქროს მედალი 2019 წლის მინსკის ევროპულ თამაშებზე აქვს მოპოვებული.
ბილოდიდს გრანსლემის ტურნირების 4 ოქროს მედალი გააჩნია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი