მთავარი მთავარი VIDEO: ,,ზაზა ნადირაძე: ,,თითოეულმა ჩვენმა ნაბიჯმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს და საერთოდ ჩვენს ქვეყანას”

VIDEO: ,,ზაზა ნადირაძე: ,,თითოეულმა ჩვენმა ნაბიჯმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს და საერთოდ ჩვენს ქვეყანას”

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქართველებს სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებს.

ნადირაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ახლა თითოეულმა ჩვენმა გადადგულმა ნაბიჯმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს და საერთოდ ჩვენს ქვეყანას.

ზაზა ნადირაძე: ,,მეგობრებო, როგორც ხედავთ დაავადებულთა რიცხვმა მკვეთრად მატება დაიწყო.
ეს ალბათ იმის გამო ხდება, რომ ვერ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს ზედმიწევნით, რაც არის მოცემული. რაღაც პატარა შეცდომა მაინც იპარება. ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა ჩვენმა გადადგულმა ნაბიჯმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს და საერთოდ ჩვენს ქვეყანას. გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და დავრჩეთ სახლში”

ვიდეო: https://m.facebook.com

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი