მთავარი მთავარი უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებას აგვისტოს ბოლოს გეგმავს

უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებას აგვისტოს ბოლოს გეგმავს

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

ევპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის ფინალის თარიღი გამოაცხადა.

უეფა ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დასრულებას გადამწყვეტი მატჩით 29 აგვისტოს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა ,,სპორტი” ავრცელებს.

ევროპა ლიგის ფინალის სავარაუდო თარიღად კი 26 აგვისტო დასახელდა.

უეფა მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის დაწყებას საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გეგმავს.
მათი გათვლით ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ორთაბრძოლები  20-21 ოქტომბერს უნდა შედგეს.

უეფას პოზიცია ცნობილია, თუმცა გაურკვეველია სადამდე გასტანს მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემია.
პანდემიამ შესაძლოა ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გეგმებში ცვლილებები ისევ შეიტანოს.

კორონავირუსისგან მსოფლიოში
148,663 ადამიანია გარდაცვლილი.

სულ კი ვერაგული დაავადება ,2.206,676 ადამიანს აღმოაჩნდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 558,440 მიაღწია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი