მთავარი მსოფლიოინგლისი მსოფლიოს ჩემპიონი ნორმან ჰანტერი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

მსოფლიოს ჩემპიონი ნორმან ჰანტერი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი

საფეხბურთო კლუბი ,,ლიდს იუნაიიტედი” იუწყება, რომ 76 წლის ასაკში მათი გუნდის ლეგენდა მსოფლიოს ჩემპიონი ნორმან ჰანტერი გარდაიცვალა.

ჰარტერის გარდაცვალების მიზეზი მსოფლიოში გავრცელებული კორინავირუსი გახლავთ.

ლეგენდარული ფეხბურთელი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში 10 აპრილს გადაიყვანეს.
მას ექიმებმა ,,COVID 19″-ის დიაგნოზი დაუსვეს.
მოხუცის სხეულმა მძიმე დაავადებას ვერ გაუძლო და ამ ქვეყნიდან რამდენიმე საათის წინ წავიდა.

ნორმან ჰანტერი ინგლისის ნაკრებში  ცენტრალური მცველის პოზიაციაზე 1965–1974 წლებში გამოდიოდა. მან ეროვნულ გუნდში 28 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
1966 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

საკლუბო დონეზე კი ,,ლიდს იუნაიტედის”, ,,ბრისტოლ სიტისა” და ,,ბარნლის” ღირსებას იცავდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი