მთავარი მსოფლიოიტალია ჯანლუიჯი ბუფონმა ,,იუვენტუსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჯანლუიჯი ბუფონმა ,,იუვენტუსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ტურინის  ,,იუვენტუსთან” კონტრაქტი ერთი წლით გაახანგძლივა გაახანგრძლივა.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა ,,Tuttosportავრცელებს.

ახალი ხელშეკრულების თანახმად ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გუნდში 2021 წლის ივნისამდე დარჩება.
კონტრაქტის ფორმალური დეტალები კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მოგვარდება.

,,იუვენტუსის” პრეზიდენტმა 42 წლის მეკარესთან ახალი კონტრაქტი იმ პირობებით გააფორმა, რაც აქამდე ჰქონდა.
ძველ  ხელშეკრულებას კი ყავლი 2020 წლის ივნისში გასდიოდა.

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის ,,იუვენტუსში” 2001 წლიდან ასპარეზობს.
თუ არ ჩავთვლით 2019 წელს,  რომელიც ჯიჯიმ ,,პსჟ”-ში გაატარა.

ლეგენდარულ მეკარეს ,,ბებერი ქალბატონის” მაისურით 516 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ბუფონმა ,,იუვენტუსთან” ერთად 9-ჯერ იტალიის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
4-ჯერ იტალიის თასი აღმართა.
5-ჯერ იტალიის სუპერთასი მოიპოვა.  იგი 12-ჯერ იტალიის წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

ტურინში ყოფნისას ჯანლუიჯი ბუფონმა 2006 წელს იტალიის ნაკრების რიგებში  მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ირგუნა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი