მთავარი კალათბურთი თორნიკე შენგელია მადრიდის ,,რეალში” – ,,სამეფო კლუბს” გუნდში ქართველი კალათბურთელის ხილვა სურს

თორნიკე შენგელია მადრიდის ,,რეალში” – ,,სამეფო კლუბს” გუნდში ქართველი კალათბურთელის ხილვა სურს

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის ,,რეალში” აღმოჩნდეს.

ესპანური მედიის ინფორმაციით ,,სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა მზადაა, ,,ბასკონიას” ქართველი კალათბურთელთან
კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა გადაუხადოს და შენგელიას უფრო მაღალი ანაზღაურება დაუნიშნოს.

თორნიკე შენგელიას
ბასკონიასთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. იგი ხელფასის სახით წელიწადში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

თორნიკე შენგელია ,,ბასკონიაში” 2014 წლიდან ასპარეზობს.

ჯერჯერობით უცნობია შეელევა თუ არა ქართველს ბასკური გუნდი, რადგან შენგელია ვიტორიელთა უდავო ლიდერი გახლავთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი