მთავარი მთავარი უხანის საფეხბურთო გუნდი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა

უხანის საფეხბურთო გუნდი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ჩინეთის საფეხბურთო კლუბ ,,უხანის” ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ.

ქალაქი, რომელშიც კორონავირუსის დაავადება იშვა და შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა ნელ-ნელა ჩვეულ რითმს უბრუნდება.

,,უხანის” ფეხბურთელთა გუნდი ეპიდემიის გარცელების დროს ქალაქში არ იმყოფებოდა. ისინი შეკრებაზე ესპანეთში იყვნენ წასულნი.
ჩინეთის საზღვრების ჩაკეტვის გამო მათ ევროპაში დარჩენა მოუწიათ.

,,უხანის” ფეხბურთელებმა ესპანეთის შემდეგ გერმანიაში 3-კვირიანი კარანტინი გაიარეს.

ჯამში მათ ევროპაში ყოფნა 104 დღე მოუწიათ.

ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსი ჩინეთში 82,747 ადამიანს აღმოაჩნდა.
აქედან გარდაცვლილია 4,632 პიროვნება. გამოჯანმრთელება კი
77,084 პაციენტმა შეძლო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი