მთავარი მთავარი მარატ საფინი: ,,კორონავირუსი ადამიანების ,,დაჩიპვისკენ” გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”

მარატ საფინი: ,,კორონავირუსი ადამიანების ,,დაჩიპვისკენ” გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”

ავტორი კახა მიხანაშვილი
89 ნახვა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ლეგენდარულმა რუსმა ჩოგბურთელმა მარატ საფინმა კორონავირუსის პანდემიის შესახებ უცნაური განცხადება გააკეთა.

საფინს ფიქრობს, რომ ვირუსთან დაკავშირებით ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ამას ტელევიზორში გვიყვებიან.

რუსი ჩოგბურთელის აზრით, ეს ადამიანების ,,დაჩიპვისკენ” გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

მარატ საფინი: ,,ვფიქრობ ვირუსთან დაკავშირებით ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ამას ტელევიზორში გვიყვებიან. ყოველ შემთხვევაში, მე ამის არ მჯერა. ვფიქრობ ეს ადამიანების  ,,დაჩიპვისკენ” გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია

მახსოვს 2015 წელს, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ ომების დრო დასრულდა და შემდეგი ეტაპი  ატომური ან კიბერომი კი არ იქნება, არამედ ვირუსი და პანდემია.
ბილ გეიტსი ჭკვიანია კაცია, მაგრამ არა წინასწარმეტყველი, ვფიქრობ, მან უბრალოდ ეს იცოდა.

ადამიანები სახლში დასვეს, გამოკეტეს. ასეთ ვითარებაში ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება. ეს მხოლოდ მოსამზადებელია ეტაპია, მთავარი წინ გველის.  შესაძლოა ვირუსის დამარცხების სანაცვლოდ ადამიანებს ორგანიზმში ჩიპის ჩაყენება შესთავაზონ.  ადამიანების ,,დაჩიპვის” პროცესი უკვე დაწყებულია. ჩიპებს ზოგს ნებაყოფლობით ჩაუდგამენ, ზოგსაც იძულებით ეს შეიძლება მოხდეს ახლა, ან მრავალი წლის შემდეგ.

მიკვირს იმ ხალხის, ვისაც სჯერავს, რომ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების ზევით არავინ დგას. შეგვიძლია ამას ფარული ხელისუფლება ვუწოდოთ, ან რაც გვინდა, მაგრამ მეეჭვება მსოფლიოს ის ხალხი მართავდეს, ვინც ზედაპირზეა.

მგონია, რომ რეალური მმართველები ისინი არიან, ვისი არსებობის შესახებ ვერც კი ვხვდებით, სხვანაირად ისინი სამყაროს ვერ მართავდნენ. როტშილდები და როკფელერები ყველაზე ,,გაპიარებული” ოჯახები არიან ამ მხრივ, მაგრამ მგონია, რომ მათ ზემოთაც დგას ვიღაც. დიდი ალბათობით, ესენი მასონები არიან.
დაჟინებით არაფერს ვამტკიცებ. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ვარაუდებია და თავს არავის არ ვახვევ.“ განაცხადა საფინმა.

მარატ საფინს კარიერაში ორი ,,დიდი მყზატადის” ტურნირი აქვს მოგებული.
რუსმა 2000 წელს ამერიკის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. 2005 წელს კი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონობაც იზეიმა.
2009 წლის 20 ნოემბერს საფინი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა რეიტინგს სათავეში ჩაუდგა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი