მთავარი მთავარი არგენტინელ ჩოგბურთელს პატიმრობა ემუქრება

არგენტინელ ჩოგბურთელს პატიმრობა ემუქრება

ავტორი კახა მიხანაშვილი

არგენტინელ ჩოგბურთელ გასტონ გაუდიოს კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული კარანტინის დარღვევის გამო პატიმრობა ემუქრება.

გაუდიო არგენტინელ პროდიუსერ სებასტიან ორტეგასთან ერთად დედაქალაქ ბუენოს-აირესში დააკავეს.

ჩოგბურთელი და მისი მეგობარი სამართალდამცველებმა კომენდანტის საათის დროს ქუჩაში შენიშნეს.  მათ გადაადგილების მიზეზი ვერ ახსნეს.

კარანტინის წესების დარღვევისთვის  გასტონ გაუდიოს და სებასტიან ორტეგას  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს. ორივე მათგანს ექვსი თვიდან ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გასტონ გაუდიო 2004 წლის როლან გაროსის ჩემპიონია.

იგი ასევე  დევისის თასზე არგენტინის ნაკრების კაპიტანი იყო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი