მთავარი მთავარი თემურ ხუბულური იუბილარია

თემურ ხუბულური იუბილარია

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

დღეს, ლეგენდარულ ქართველ ძიუდოისტს, მსოფლიოსა და ევროპის 2-2 გზის ჩემპიონ თემურ ხუბულურს 65 წელი შეუსრულდა.

ხუბულური 1955 წლის 24 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში დაიბადა.

თემურ ხუბულურმა დიდ ტურნირებზე პირველი მედალი 1974 წელს მოიპოვა. იგი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
ერთი წლის თავზე 20 წლის ხუბულურმა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

თემურ ხუბულური ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი 2-ჯერ აქვს მოპოვებული.
მან პლანეტის პირველობაზე პირველად 1979 წელს პარიზში გამართულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
1981 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალს ნიდერლანდთა სამეფოს ქალაქ მაასტრიხტშიც დაეუფლა.

თემურ ხუბულური ევროპის 2-გზის ჩემპიონია. მან კონტინენტის ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქროს მედლები 1976 და 1979 წელს კიევში და ბრიუსელში ირგუნა.

ხუბულურმა მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლი მედალი აიღო.

თემურ ხუბულური 2016 წლიდან არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. იგი გორის მაჟორიტარი დეპუტატი გახლავთ.

,,სპორტერის” რედაქცია ულოცავს სახელოვან სპორტსმენს დაბადების დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხან სიცოცხლეს და წარმატებებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი