მთავარი ჭიდაობათავისუფალი ლეგენდარული მოჭიდავე ზარიბეგ ბერიაშვილი გარდაიცვალა

ლეგენდარული მოჭიდავე ზარიბეგ ბერიაშვილი გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
72 ნახვა

80 წლის ასაკში ლეგენდარული თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზარიბეგ ბერიაშვილი გარდაიცვალა.

მსოფლიოსა და ევროპის 4-გზის ჩემპიონი ამ ცხოვრებიდან ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ წავიდა.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფალავანი 1969 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ზარიბეგ ბერიაშვილმა 4-ჯერ 1965, 1966, 1967, 1970 წლებში ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.

ბერიაშვილი საბჭოთა კავშირის 6-გზის ჩემპიონი გახლდათ.

ზარიბეგ ბერიაშვილი 2019 წელს UWW-მ მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ბერიაშვილს სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი წოდება აქვს. იგი ასევე  “საპატიო ნიშნის” ორდენითა და მედლით არის დაჯილდოვებული.

,,სპორტერის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს სახელოვანი სპორტსმენის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი