მთავარი მთავარი ,,მონპელიეს” ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

,,მონპელიეს” ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

ფრანგულ კლუბ ,,მონპელიეს” ფეხბურთელ სოლომონ სამბიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურ გვერდზე აცრცელებს.

23 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობისა და საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაიყვანეს. მას სიცხეც ჰქონდა აწეული.

ექიმებმა სოლომონ სამბიას
კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს. მათი  ეჭვები გამართლდა. სპორტსმენს დაავადება აღმოაჩნდა.

სამბია ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

სოლომონ სამბია ,,მონპელიეს” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. მას შეწყვეტილ საფრანგეთის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს გამართული და ერთი გოლი გატანილი.

საფრანგეთში კორონავირუსის 158,183 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაცვლილია 21,856 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 42,088-ს მიაღწია.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი