მთავარი მსოფლიოესპანეთი 2021 წლამდე ესპანეთში მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება

2021 წლამდე ესპანეთში მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩებზე მაყურებლების დასწრება 2021 წლამდე ვერ მოხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის მთავრობის ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო ,,ESPN” ავრცელებს.

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ლა ლიგის ყველა კლუბის ბინადარია ინფორმირებული.

სტადიონებზე გულშემატკივართა დაშვებას სავარაუდოდ, 2021 წლის იანვრიდან დაიწყებენ.

გადაწყვეტილება შესაძლოა შეიცვალოს. ეს ყველაფერი კი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოხდება.

ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსის 219,764 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან დაავადებულებს 6,740 პაციენტი დღეს დაემატა.
ვირუსისგან გარდაცვლილია 22,524 ადამიანი.
გამოჯამრთელება კი 92,355 პიროვნებამ მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი