მთავარი მთავარი რიკიში ჰაკუიოძანს კორონავირუსი დაუდგინდა – ნაცუ ბაშოს ჩატარება ფაქტობრივად გამოირიცხა

რიკიში ჰაკუიოძანს კორონავირუსი დაუდგინდა – ნაცუ ბაშოს ჩატარება ფაქტობრივად გამოირიცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე იაპონელ რიკიშის ჰაკუიოძანს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური სუმოს ასოციაცია ავრცელებს.

25 წლის სუმიტორი მაღალი ტემპერატურისა და მშრალი ხველების სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების გამოკვლევების შემდეგ, მის ორგანიზმში ,,COVID 19″-ის ვირუსი აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კორონავირუსით, ჰაკუიოძანის იოკატა ანუ მწვრთნელი ექს სეკივაკე აკინოშიმაც არის დაინფიცირებული.

ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე გაჩნდა კითხვა ჩატარდება თუ არა მაისში გასამართი ჰაცუ ბაშო.
ამ საკითხის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა დიდი ალბათობით წლის მესამე სუპერტურნირი გადაიდება.

ჰაკუიოძანი ჯურიოს მე-12 რიკიშია. იგი ჰარუ ბაშოზე კარგად გამოვიდა და 9 მოგებითა და 6 მარცხით კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი გაიფორმა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი