მთავარი მთავარი ნეიმარი დედის შეყვარებული გეი აღმოჩნდა

ნეიმარი დედის შეყვარებული გეი აღმოჩნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
267 ნახვა

ბრაზილიელი ვარსკვლავის ნეიმარის დედის გული ისევ თავისუფალია.

52 წლის ნადინ გონსალვესი 23 წლის შეყვარებულ ტიაგო რამოსს დაშორდა. ამის შესახებ ,,Daily Mail” ავრცელებს.

ნეიმარის დედისა და მისი ახალი მეგობარი ბიჭის დაშორების მიზეზი რამოსის არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღმოჩნდა.

დიდი გამოცდილების მქონე ნადინ გონსალვესმა გულისწორის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას
აღმოაჩინა, რომ მასთან რომანის დაწყებამდე ტიაგო კაცებს ხვდებოდა.
ტიაგო რამოსს სხვა მამაკაცებთან ერთად სექსუალური ურთიერთობა ნეიმარის პირად მზარეულთანაც ჰქონია.

ნეიმარის დედამ ტიაგო რამოსის ეროტიკული თავგადასავლების გაგების შემდეგ შეყვარებული თავისი სახლიდან გააგდო.
ჭაბუკი  მშობლების ოჯახში დაბრუნდა.

მოკლედ, გონსალვესის და რამოსის რომანის სულ რაღაც სამი კვირა გაგრძელდა, თუმცა მათი ვნებიანი კოცნის ფოტოს შემხვედვარე ამას ნაკლებად, თუ ვინმე წარმოიდგენდა.
თან წყვილის ურთიერთობას მხარს თვით ბრაზილიის ნაკრებისა და ,,პსჟ” ფეხბურთელი უჭერდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი