მთავარი მთავარი ზინედინ ზიდანის ვაჟი ალჟირის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს

ზინედინ ზიდანის ვაჟი ალჟირის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
5 ნახვა

მადრიდის ,,რეალის” მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ვაჟმა, ლუკამ გადაწყვეტილება მიიღო.

ლეგენდარული ადამიანის ბიჭი წინაპრების სამშობლო ალჟირის ეროვნული ნაკრების მაისურს მოირგებს და გუნდს მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩებში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,sportsfinding” ავრცელებს.

ლუკა ზიდანმა და ალჟირის ფეხბურთის ფედერაციამ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
რამდენიმე დღეში კი იგი ალჟიროს მოქალაქეობასაც მიიღებს.

21 წლის ლუკა ზიდანი მეკარე გახლავთ. იგი მადრიდის ,,რეალის” საკუთრებაა, თუმცა სათამაშო.პრაქტიკის გამო
სანტანდერის „რასინგშია“ განათხოვრებული.

პატარა ზიდანს საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.
ლუკას ,,რეალის” კარის დაცვა მამამისმა, სულ 2-ჯერ ანდო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი