მთავარი მთავარი ნიკა ვოლკოვი და მერი არაბიძე ევლისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

ნიკა ვოლკოვი და მერი არაბიძე ევლისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ საიტზე  ,,chess.com
ევლისებურ ჭადრაკში საქართველოს პირველი ონლაინჩემპიონატი ჩაატარა.

ჩემპიონატზე საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილებდნენ.

თავად განსაჯეთ,  92 მონაწილეს შორის 24 საერთაშორისო დიდოსტატი, ხოლო 23 საერთაშორისო ოსტატი იყო.

ტურნირი ძალზედ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მოჭადრაკეებმა წარმატების მისაღწევად თავი არ დაზოგეს.

ვაჟთა შორის ჩემპიონის ბედი ბოლო ტურში გადაწყდა.
13 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული ტურნირის ფავორიტად მიჩნეულმა ნიკა ვოლკოვმა მოიპოვა.
ვოლკოვს  ნახევარი ქულით ტიტულოვანი ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა ჩამორჩა.

III-IV ადგილები  საქართველოს მრავალზგის ჩემპიონებმა გიგა ყუფარაძემ და თორნიკე სანიკიძემ
გაიყვეს.  დამატებითი მაჩვენებებით მესამე საპრიზო ადგილზე ყუფარაძე გავიდა.

დრამატული ორთაბრძოლები გაიმართა გოგონებს შორისაც.

მერი არაბიძემ და ნინო ხომერიკმა ტურნირი 10.5 ქულით I-II ადგილებზე დაასრულეს.

დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით პირველობა მერი არაბიძემ დაისაკუთრა.

საქართველოს პირველობის საბოლოო შედეგები ელვისებურ ჭადრაკში  ასეთია:

ვაჟები
1. ვოლკოვი ნიკა – 13 ქულა;
2. ჯობავა ბაადურ – 12.5 ქულა;
3. ყუფარაძე გიგა – 12 ქულა;
4. სანიკიძე თორნიკე – 12 ქულა;
5. ჯავახაძე ზურაბ – 11.5 ქულა;
6. სულაშვილი მალხაზ – 11.5 ქულა;
7. ახვლედიანი ირაკლი – 11 ქულა;
8. ფანცულაია ლევან – 11 ქულა;
9. ნიკოლაშვილი გიორგი – 11 ქულა;
10. მორჩიაშვილი ბაჩანა – 11 ქულა;
11. მჭედლიშვილი მიხეილ – 10.5 ქულა;
12. მაღალაშვილი დავით – 10.5 ქულა;

ქალები
1. არაბიძე მერი – 10,5 ქულა
2. ხომერიკი ნინო – 10,5 ქულა
3. ხოტენაშვილი ბელა – 10 ქულა
4. ძაგნიძე ნანა – 9,5 ქულა
5. ბაციაშვილი ნინო – 9 ქულა
6. ხაჟომია სალომე- 9 ქულა

U2200
1. გამზარდია გიორგი 10,5 ქულა
2-3. ობოლაძე ლუკა – 9,5 ქულა
2-3. ჩიტაძე რომან -9,5 ქულა
4. ზარდიაშვილი აკაკი – 9,5 ქულა

16 წლამდე
1. კაჭარავა ნიკოლოზ 10 – ქულა
2. გონგლიაშვილი ზურაბ -8,5 ქულა
3. მაღლაკელიძე რუსუდან – 8 ქულა
4. კვირიაშვილი ანდრია – 7,5 ქულა

სენიორები
1. მანაგაძე ნიკოლოზ – 9 ქულა

ჩემპიონატზე დაწესებული იყო ფულადი ჯილდოები.
ვაჟებს შორის ჩემპიონმა ნიკა ვოლკოვმა 5 000 ლარი მიიღო.
მეორე ადგილზე გასულმა ბაადურ ჯობავამ 4 000 გამოიმუშავა
გიგა ყუფარაძეს კი 3 000 ლარი ერგო.

ქალთა ჩემპიონმა მერი არაბიძემ 3 000 ლარი დაისაკუთრა.
ნინო ხომერიკის ბიუჯეტი 2 000 ლარით შეივსო
1 100 ლარი კი წილად ბელა ხოტენაშვილს ხვდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი