მთავარი მსოფლიოგერმანია ერთ დღეში მიუნხენის ,,ბაიერნის” 100 000 პირბადე გაიყიდა

ერთ დღეში მიუნხენის ,,ბაიერნის” 100 000 პირბადე გაიყიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

გერმანიის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მიუნხენის ,,ბაიერნმა” 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით კლუბის გამოსახულებიანი პირბადეები დაამზადა.

ორიგინალურმა პირბადეებმა პოპულარობა სწრაფადვე მოიპოვეს და  24 საათში კლუბმა  100 ათასი ცალი გაყიდა.

პირბადე მრავალჯერადია, ისინი იმ შარფებისგან არის დამზადებული,
რომლებიც „ბაიერნის“ საშინაო არენაზე, ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩამდე უნდა დარიგებულიყო.

პირბადეების გაყიდვიდან კლუბში შესული თანხა კორონავირუსის წინააღმდწგ შექმნის ფონდ ,,We Kick Corona” ჩაირიცხება.

ზემოთაღნიშნული საქველმოქმედო ფონდი გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ფეხბურთელებმა ჯოშუა კიმიხმა და ლეონ გორეცკამ დაარსეს.
ისინი მოგროვილი თანხით სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს და სამედიცინო დაწესებულებებს ეხმარებიან.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი