მთავარი მთავარი რონალდინიო: ,,მთელი ცხოვრება, მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ პროფესიონალი ვყოფილიყავი და ჩემი თამაშით ხალხისთვის სიხარული მეჩუქებინა”

რონალდინიო: ,,მთელი ცხოვრება, მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ პროფესიონალი ვყოფილიყავი და ჩემი თამაშით ხალხისთვის სიხარული მეჩუქებინა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

რონალდინიომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი სააგენტო ,,ABC Color”-სთან აცხადებს, რომ გაოცებული იყო, როდესაც აღმოაჩინა ის, რომ ყალბი საბუთები ჰქონდა.

რონალდინიო ციხეში მოხვედრას ვერადროს წარმოიდგენდა, თუმცა ამბობს, რომ პატიმრებმა კარგად მიიღეს.

რონალდინიო: ,,ცხოვრება აღსავსეა მოულოდნელობებით.
გაოცებული დავრჩი, როცა აღმოვაჩინე, რომ ყალბი საბუთები მქონდა.
დაპატიმრების შემდეგ პარაგვაის ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობდით, რომ პრობლემაში გავრკვეულიყავით.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი.  ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო.
მთელი ცხოვრება, მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ პროფესიონალი ვყოფილიყავი და ჩემი თამაშით ხალხისთვის სიხარული მეჩუქებინა.  მიხარია, რომ საპატიმროში დიდხანს ყოფნა არ მომიწია. პარაგვაის ციხეში პატიმრებმა კარგად მიმიღეს. ზოგიერთ მათგანს ჩემი თამაში ახსოვდა და ჩემი ხილვით აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ციხეში რამდენიმე პატიმარს დავუახლოვდი. ჩემი პროფესია აქაც გამომადგა და ციხეში საფეხბურთო ჩემპიონატიც გავმართედ. ჩემს ტიტულებს ასუნსეონის პატიმართა შეჯიბრების ჩემპიონის ტიტულიც მივამატე” – აცხადებს ლეგენდარული რონალდინიო.

რონალდინიო, რომელიც ასუნსეონის ციხეში  ყალბი პასპორტის გამოყენების გამო ჩასვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 1.6 მილიონი ევროს საფასურად გამოუშვეს.

გავრცელებული ინფორმაციით გირაოს ფული.არგენტინრლმა სუპერვატსკვლავმა ლიონელ მესიმ გადაიხადა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი