მთავარი მთავარი კორონავირუსის გამო ტაჯიკეთის საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა

კორონავირუსის გამო ტაჯიკეთის საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

ტაკიჯეთის ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო ჩემპიონატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ტურნირის შეჩერების მიზეზი მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემია გახლავთ.

აზიის ამ ქვეყანაში საფეხბურთო პირველობა 5 აპრილს დაიწყო.
მათ 4 ტურის გამართვა მოასწრეს.
მატჩები მაყურებლების გარეშე მიმდინარეობდა.

ტაჯიკეთის უმაღლეს ლიგას შეწყვეტამდე ორი ლიდერი დუშამბეს ,,ისტიკლოლი” და ,,ხატლონი” ჰყავდა. ორივე გუნდს 10-10 ქულა გააჩნია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეჯიბრება 10 მაისამდე შეჩერებულია.

ტაჯიკეთი ჩაკეტილი ქვეყანაა. მათი პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციას კორონავირუსით დაინფიცირებულთა და შესაძლო გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ აძლევს.

მსოფლიოში მხოლოდ 5 ჩემპიონატი დარჩა, სადაც საფეხბურთო პირველობები ჯერ კიდევ  მიმდინარებს.

კორონავირუსს ნიკარაგუა, ტაივანი, თურქმენეთი, ბურუნდი და ბელარუსი არ უშინდებიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი