მთავარი მთავარი ტოპ 14-ის 2019/20 წლების სეზონი ჩაიშალა

ტოპ 14-ის 2019/20 წლების სეზონი ჩაიშალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

საფრანგეთის პრემიეინისტრმა ედვარდ ფილიპმა სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსის გამო მიმდინარე წლის სექტემბრამდე სპორტული ღონისძიების გამართვა აიკრძალა.

პრემიერმინისტრის  გამოსვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ჩემპიიონატი  ტოპ 14 გაუქმდება.

14“-ში არავინ დაწინაურდება და არც ქვედა დივიზიონ პრო დ2-ში მოუწევს რომელიმე გუნდს დაქვეითება.

წელს ტოპ 14-ის 17 ტური ჩატარდა.
ფლეი-ოფის მატჩებამდე 9 ტური იყო დარჩენილი.

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილ ჩემპიონატს 61 ქულით ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის ,,ბორდო” ლიდერობდა.

53 ქულით მე-2 პოზიციას ბექა ალხაზაშვილის ,,ლიონი” იკავებდა.

46 ქულით მე-3 საფეხურზე ვასილ კაკოვინისა და გურამ გოგოჩაშვილის ,,რასინგი 92″ იყო წარმოდგენილი.

25 ქულით ბოლო ადგილზე გიორგი მელიქიძის ,,სტად ფრანსე” იმყოფებოდა.
26 ქულით კი ბოლოსწინა მე-13 პოზიციაზე გიორგი თეთრაშვილისა და თამაზ მჭედლიძის  ,,აჟენი”  იყო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი