მთავარი მსოფლიოესპანეთი სასიამოვნო ინფორმაცია ესპანეთიდან – ვარჯიშები მაისის დასაწყისში განახლდება

სასიამოვნო ინფორმაცია ესპანეთიდან – ვარჯიშები მაისის დასაწყისში განახლდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

ესპანეთის სამეფოს მთავრობა მზადაა, სხვა ქვეყნების მსგავსად კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ზომები შეამსუბუქოს.

ამ მიზნით ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის სქემა გამოაქვეყნა.
კარანტინის ეტაპობრივად მოხსნის საკითხი სპორტულ ღონისძიენებსაც შეეხო.

სანჩესმა ესპანურ სპორტულ სამყაროს 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც კლუბები ნელ-ნელა სავარჯიშო პროცესის დაწყებას და კორონავირუსის გამო შეჩერებული ჩემპიონატების განახლებას შეძლებენ.

პირველ ეტაპზე 4 მაისისთვის გუნდებს ვარჯიშის განახლების ნებართვას მისცემენ. ცხადია, მათ ყველა უსაფრთხოების მოთხოვნა ზედმიწევნით ზუსტად უნდა
დაიცვან.

პედრო სანჩესი გეგმა ასე გამოიყურება:
1) 4-5 მაისი – პროფესიონალი სპორტსმენების ინდივიდუალური ვარჯიშების განახლება.
2) 11-15 მაისი – ლიგის გუნდების ვარჯიშების განაცლება.
3) 6 ივნისი – სპორტული ღონისძიებების ჩატარება მაქსიმუმ 400 მაყურებლის დასწრებით.
4) 28 ივნისი – სპორტული ღონისძიებების გამართვა, მაყურებელთა გარკვეული რაოდენობის გარეშე, თუმცა უსაფრთხოების აუცილებელი ზომები კვლავ შენარჩუნდება.

ამ გეგმის წარმოდგენის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონი განახლდება.

ესპანური ფეხბურთის მამები ტურნირის დაწყების სავარაუდო ვარიანტად, მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისს ასახელებენ.
მათი მიზანია ჩემპიონატი აგვისტომდე დასრულდეს, რადგან მომავალ ევროთასებზე მოთამაშე გუნდების ვინაობა ცნობილი გახდეს.

შეჩერებულ ლა ლიგაში ამ დროისთვის, ასეთი სიტუაციაა.
პირველობას 58 ქულით ,,ბარსელონა” ლიდერობს.
კატალონიელებს 2 ქულით დაუძინებელი მტერი მადრიდის ,,რეალი” ჩამორჩება.
მე-3 საპატიო პოზიციაზე კი 47 ქულით ,,სევილია” გახლავთ.

გასავარდნ ზონაში კი ,,მალიორკა”, ,,ლეგანესი” და ,,ესპანიოლი” იმყოფებიან..

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი