მთავარი მთავარი დარია ბილოდიდს კარანტინში ყოფნისას ვარჯიში, ტურნირებზე გამოსვლა და მოგზაურობა ენატრება

დარია ბილოდიდს კარანტინში ყოფნისას ვარჯიში, ტურნირებზე გამოსვლა და მოგზაურობა ენატრება

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

ძიუდოს უკრაინელმა ვარსკვლავმა დარია ბილოდიდმა ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ კარანტინში ყოფნისას ყველაზე მეტად ვარჯიში,  ტურნირებზე გამოსვლა და მოგზაურობა ენატრება.

2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი აღნიშნავს, რომ აქტიური ადამიანია და სახლში ყოფნა უჭირს.

დარია ბილოდიდი: ,,იცით ყველაზე მეტად რა მენატრება და რას გავაკეთებ პირველ რიგში, როდესაც კორონავირუსი გადაიის და ყველაფერი უკეთ იქნება?
თუ არ ჩავთვლით ვარჯიშს და  ტურნირებზე გამოსვლას, ყველაზე  მეტად მოგზაურობა მომენატრა.
მოგზაურობა სიგიჟემდე მიყვარს.
ადრე ყოველ თვეში ერხთელ მაინც
მიწევდა სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა და ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებდა.
ზოგადად, აქტიური ადამიანი ვარ და ერთ ადგილზე გაჩერება დიდხანს არ შემიძლია.
მორალური თვალსაზრისით,
ბოლო თვეები რთული დრო მაქვს.
ერთ ადგილას ყპფნით ძალიან დავიღალე.
ბევრი ფსიქოლოგი აცხადებს, რომ გარემოსა და სიტუაციის  ხშირი ცვლა აუცილებელია ადამიანისთვის.
მე მჯერავს და მოუთმენლად ველოდები იმ მშვენიერ დროს, როდესაც ისევ შემეძლება ლამაზი პლანეტის გარშემო მოგზაურობა. ” – წერს ,,ფეისბუქის” გვერდზე დარია ბილოდიდი.

19 წლის უკრაინელი ძიუდოისტი დარია ბილოდიდი, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ათლეტია.
ასაკის მიუხედავად, სლავ ლამაზმანს მაოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის  2-2 ჯერ აქვს მოპოვებული.
ერთხელ კი ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა.
ბილოდიდს ჯამში სხვადასხვა ტურნირებზე 28 მედალი აქვს მიღებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი