მთავარი მთავარი აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშება გადაიდო

აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშება გადაიდო

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

2021 წელს კამერუნში გასამართი აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშება კორონავირუსის პანდემიის ერთი წლით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,beIN Sports” ,,ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

აფრიკის კონტინენტის საფეხბურთო ტურნირი მომავალი წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით უნდა გამართულიყო.
ჩემპიონატი ახალი ვადის გათვალისწინებით, 2022 წლის იანვარში დაიწყება.

აფრიკის ეროვნებათა თასის პირველი ჩემპიონატი სუდანში 1957 წელს ჩატარდა.
მას შემდეგ ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ იმართება. თუმცა 1962 და 1963 წელს პირველობა ზედიზედ გაიმართა, ხოლო 1965 წლის შეჯიბრების დასრულებიდან, მომავალი ტურნირი 3 წლის მერე შედგა.

აფრიკის ეროვნება თასი ყველაზე მეტჯერ ეგვიპტის ნაკრებს აქვს მოპოვებული.
ფარაონთა ქვეყნის შვილებმა ტურნირი 6-ჯერ მოიგეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი