მთავარი მსოფლიოინგლისი პრემიერლიგა შესაძლოა ივნისის დასაწყისში განახლდეს

პრემიერლიგა შესაძლოა ივნისის დასაწყისში განახლდეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ სეზონის განახლების ახალი გეგმა წარმოადგინა.

შემუშავებული გეგმის მიხედვით კლუბები პირველ ეტაპზე, 11 მაისს, მცირე ჯგუფებად ვარჯიშების დაწყებას შეძლებენ.
მანამდე კი ყველა ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტს ჩაიტარებენ.

გეგმის მეორე ეტაპი 18 მაისიდან ვარჯიშების მთელი დატვირთვით განახლება იქნება

პრემიერლიგის შეწყვეტილი ტურნირის განახლების თარიღად კი 8 ივნისი თარიღდება.

პრემიერლიგის ხელმძღვანელები აღნიშნულ გეგმას კლუბებს გააცნობენ და ვადებზე კიდევ უფრო შეჯერდებიან.

ერთია ფეხბურთის მამების გადაწყვეტილება და მეორე ბრიტანეთის მთავრობის. ამ ეტაპზე ინგლისში შეზღუდვები არ არის მოხსნილი.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი საგანგებო სხდომის მოწვევას 7 მაისს აპირებს, სადაც საკარანტინო შეზღუდვების გამარტივების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის წევრებთან ერთად მიიღებს.

შეზღუდვების გამარტივების საკითხი ბოლოს გამოვლენილ ინფიცირებულთა შემთხვევებზე იქნება დამოკიდებული.

ბრიტანეთში კორონავირუსის 171,253 შემთხვევაა გამოვლენილი.
დაავადებისგან გარდაცვლილია
26,771 ადამიანი.

ინგლისის შეწყვეტილ პრემიერლიგას დიდი უპირატესობით ,,ლივერპული” ლიდერობს. მერსესაიდელებს 82 ქულა გააჩნიათ და უშუალო კონკურენტ ,,მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებენ.

მესამე ადგილზე კი 53 ქულით ,,ლესტერი” გახლავთ.

გასავარდნ ზონაში ,,ბორნმუთი”, “ასტონ ვილა” და ,,ნორვიჩი” არიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი