მთავარი მთავარი ,,ფრანს ფუტბოლმა“  საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

,,ფრანს ფუტბოლმა“  საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

პოპულარულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ ვადაზე ადრე კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაშლილი საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

2019-20 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი 5 ფეხბურთელი ლიდერ ,,პსჟ”-გან მოხვდა.
რჩეულ თერთმეტეულში 3 მოთამაშე ,,რენიდან” გახლავთ.
ლიგა 1-ის ნაკრებში ორი წარმომადგენელი ,,რეიმსიდან” არის.
თითო ფეხბურთელით გუნდი ,,მონაკომ” შეავსო.

საფრანგეთის პირველობის  წლის სიმბოლური ნაკრები  ასე გამოიყურება

მეკარე
პრედრაგ რაიკოვიჩი (რეიმსი);

მცველები
ამარი ტრაორე, ფეტუ მაუსა (ორივე – რენი), ტიაგო სილვა (პსჟ), იუნის აბდელჰამიდი (რეიმსი);

ნახევარმცველები
მარკო ვერატი, ანხელ დი მარია (ორივე – პსჟ), ედუარდო კამავინგა (რენი);

ფორვარდები
კილიან მბაპე, ნეიმარი (ორივე – პსჟ), ვისამ ბენ იედერი (მონაკო).

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი