მთავარი მთავარი ირაკლი ცირეკიძე იუბილარია

ირაკლი ცირეკიძე იუბილარია

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

დღეს, ქართველი ძიუდოისტს 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ირაკლი ცირეკიძეს 38 წელი შეუსრულდა.

ცირეკიძე 1982 წლის 3 მაისს ქალაქ ქუთაისში.დაიბადა.

ირაკლი ცირეკიძემ 2008 წელს პეკინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ალჟირელი
ამარ ბენიხლეფი დაამარცხა და ჩინეთში საქართველოს ჰომნი ააჟღერა.
სახელოვანმა ქართველმა იმ დროს, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ომი იყო გაჩაღებული ოლიმპიადის 1/4 ფინალში ბეჭებზე ვლადიმერ პუტინის საყვარელი ძიუდოისტი ივან პერშინი გააკრა და მწვერვალისკენ სავალი გზა ამ გამარჯვებით კიდევ უფრო გაალამაზა.

2007 წელს ცირეკიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან
ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში გამართულ ფინალში საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისი იგივე ჯარჯი ზვიადაური დაამარცხა.
მსოფლიოს პირველობაზე ცირეკიძეს ერთი ბრინჯაოს მედალი გააჩნია.

ირაკლი ცირეკიძეა ევროპის ჩემპიონატებზე ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

ცირეკიძეს რიო დე ჟანეიროს გრან სლემი, ასევე მადრიდის, პრაღის, ვარშავის, ლისაბონის და თბილისის ტურნირები აქვს მოგებული.

ირაკლი ცირეკიძე გუნდურ პირველობებზე საქართველოს ნაკრებთან ერთად 2-გზის მსოფლიოს და ერთგზის ევროპის ჩემპიონი გახლავთ.

ცირეკიძე კარიერის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

,,სპორტერის” რედაქცია ვულოცავთ სახელოვან სპორტსმენს დაბადების დღეს, ვურურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებეს”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი