მთავარი საქართველოლეგიონერები ნამდვილი ლეგენდა! – ბრაიან ჰაბანა მამუკა გორგოძის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა

ნამდვილი ლეგენდა! – ბრაიან ჰაბანა მამუკა გორგოძის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

ლეგენდარულმა სამხრეთ აფრიკელმა მორაგბე ბრაიან ჰაბანა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე” მამუკა გორგოძის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.

მსოფლიოს ჩემპიონმა ქართველ მორაგბეს ნამდვილი ლეგენდა უწოდა.

აი რას წერს ბრაიან ჰაბანა ჩვენებურის შესახებ:
,,მამუკა გორგოძევ ნამდვილი ლეგენდა ხარ! ბედნიერებაა, რომ შანსი მქონდა შენი საოცარი კარიერის ნაწილი ვყოფილიყავი.”

ბრაიან ჰაბანა და მუკა გორგოძე ერთად ფრანგულ ,,ტულონში” 4-წლის განმავლობაში 2014-2018 წლებში თამაშობდნენ.
მათ გუნდში ყოფნისას 2014 წელს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული ირგუნეს.
,,ჰეინიკენის” ჩემპიონთა თასი კი 2-ჯერ მოიპოვეს.

ბრაიან ჰაბანა 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ. მას ,,სპრინგბოკის” ნაკრებში 124 კეპი აქვს მოხვეჭილი და
67 ლელო გატანილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი