მთავარი მთავარი ,,ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო 4 წელიწადი იქნება წარმატებული რეფორმების განხორციელების პერიოდი“ – საქართველოს რაგბის კავშირი

,,ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო 4 წელიწადი იქნება წარმატებული რეფორმების განხორციელების პერიოდი“ – საქართველოს რაგბის კავშირი

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურ ვებგვერდზე სერ ბილ ბომონტს „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

რაგბის კავშირი იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო 4 წელიწადი წარმატებული რეფორმების განხორციელების პერიოდი იქნება.

„საქართველოს რაგბის კავშირი ულოცავს ბილ ბომონტს „მსოფლიო რაგბის“ თავმჯდომარის პოსტზე მეორე ვადით არჩევას და იმედოვნებს, რომ მომდევნო 4 წელიწადი იქნება წარმატებული რეფორმების განხორციელების პერიოდი“.

„მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტის არჩევნები 27-30 აპრილს ელექტრონულად ჩატარდა და მისმა მოქმედმა პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა 28, ხოლო კონკურენტმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშომ 23 ხმა მიიღო. ხმები ასე განაწილდა:

ბილ ბომონტი – ექვსი ერი (18), რაგბი ევროპა (2), რაგბი აფრიკა (2), იაპონია (2), ჩრდილოეთ ამერიკა (1), კანადა (1), ფიჯი (1), სამოა (1).

აგუსტინ პიშო – სანზაარი (ოთხი ერი, 12), რაგბი აზია (2), სუდამერიკა (2), რაგბი ოკეანეთი (2), ჩრდილოეთ ამერიკა (1), ურუგვაი (1), აშშ (1), საქართველო (1), რუმინეთი (1).

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი