მთავარი მსოფლიოიტალია ,,მე ჯორჯო” – ჯორჯო კიელინის ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა

,,მე ჯორჯო” – ჯორჯო კიელინის ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

ტურინის „იუვენტუსის“ 35 წლის ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინის ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა.

ფეხბურთელმა წიგნის პრეზენტაცია სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე” მოაწყო. მისი გაყიდვა მაღაზიებში 12 მაისს დაიწყება.

ავტობიოგრაფიულ წიგნში კორჯო კიელინი მისო ცხოვრების ყველს დასამახსოვრებელ მომენტზე მოგვითხრობს.
სახელმძღვანელოში აღწერილია ფეხბურთელის ბავშვობა, ბურთზე პირველი შეხებით მიღებული შთაბეჭდილებები და სხვა საინტერესო ამბები. წიგნში კიელინი ოჯახის შესახებაც დაწვრილებით საუბრობს.

ჯორჯო კიელინი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული სპორტსმენია. იტალიიის ნაკრების ფეხბურთელმა 2017 წელს ეკონომიკაში ხარისხი წარჩინებით დაიცვა.

კიელინი ტურინის ,,იუვენტუსში” 2005 წლიდან ასპარეზობს. მას ,,ბებერ ქალბატონების” რიგებში 386 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 27 გოლი გატანილი.

კიელინის დებიუტი იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2004 წელს შედგა. იქიდან მოყოლებული მცველმა ,,სკუადრა აძურას” მაისური 103-ჯერ მოირგო.ეტოქის კარი კი 8-ჯერ დალაშქრა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი