მთავარი მსოფლიოგერმანია გერმანიის ბუნდესლიგაში კორონავირუსის 10 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიის ბუნდესლიგაში კორონავირუსის 10 შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგისა და მეორე ლიგის ფეხბურთელებს კორონავირუსზე ტესტები ჩაუტარეს.

გამოკვლევებმა დადებითი პასუხი 10 შემთხვევაში აჩვენა.
ათიდან 3 დაინფიცირებული ფეხბურთელი ,,კიოლნიდან” გახლავთ. დანარჩენების ვინაობა ჯერჯერობით არ გაცხადებულა.

ჯამში კორონავირუსზე ტესტი 1724 მოთამაშეს ჩაუტარდა.

კვირის ბოლომდე ტესტირების მეორე ტალღა დაიწყება. თუ ახალი დადებითი შედეგები არ იქნება, ბუნდესლიგის გუნდებს ვარჯიშის შესაძლებლობას მისცემენ.

გერმანიაში საფეხბურთო სეზონის განახლება 9 მაისისთვის იგეგმება.
თუ სეზონის განახლება მოხერხდა
ფეხბურთელები კორონავირუსზე კვირაში ორ-ორჯერ შემოწმდებიან.

გერმანიის ბუნდესლიგას 25 ტურის შემდეგ მიუნხენის ,,ბაიერნი” 55 ქულით ლიდერობს.
ბავარიელებს დორტმუნდის ,,ბორუსია” 4 ქულით ჩამორჩება.
მე-3 პოზიციაზე 50 ქულით ,,ლაიპციგი” გახლავთ.

გასავარდნ ზონაში კი ,,დიუსელდორფი”, ,,ვერდერი” და ,,პადერბორნი” არიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი