მთავარი მთავარი ნაცუ ბაშო აღარ გაიმართება

ნაცუ ბაშო აღარ გაიმართება

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

სუმოს წლის მესამე სუპერტურნირი ნაცუ ბაშო კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

იაპონიის სუმოს ასოციაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამომავალი მზის ქვეყნის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 31 მაისამდე გაახანგრძლივა.

სუმოს მამებმა ისიც გაითვალისწინეს, რომ კორონავირუსი რამდენიმე რიკიშის აღმოაჩნდა.

ნაცუ ბაშოს გაუქმება გავლენას მომდევნო სუპერტურნირზეც მოახდენს.
ნაგოია ბაშო ქალაქ ნაგოიას ნაცვლად იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში გაიმართება.
შეჯიბრება მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

მომდევნო ბაშო ისევ ნაცუ ბაშოს სახელით ჩატარდება.
რიკიშები მონაწილეობას დღევანდელი ბანძუკეს მიხედვით მიიღებენ.

მომდევნო სუპერტურნირი სტარტს 19 ივლისს აიღებს და 3 აგვისტომდე გასტანს.

სუმოს ისტორიაში ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ბაშო გაუქმდა.

ამ დროისთვის კორონავირუსის პანდემია ექვსმა სუმოს წარმომადგენელმა დაამარცხა.
დაავადება ექს-სეკივაკე აკინოშიმამ, ჯურიოს დივიზიონის მებრძოლმა ჰაკუიოძანმა და კიდევ ოთხმა რიკიშიმ დასძლიეს.

ვერაგულ დაავადებას ამ ეტაპზე ერთი სუმიტორი ებრძვის, რომელიც ყველაზე ადრე დაინფიცირდა.

იაპონიაში კორონავირუსის 15,078 შემთხვევაა გამოვლენილი.
ვირუსისგან გარდაცვლილია 536 ადამიანი.
გამოჯანმრთელება კი რიკიშების მსგავსად 4,156 პაციენტმა მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი