მთავარი მთავარი ნანა ძაგნიძე ,,ერთა თასის” საჭადრაკო ტურნირზე იასპარეზებს

ნანა ძაგნიძე ,,ერთა თასის” საჭადრაკო ტურნირზე იასპარეზებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

დღეს, საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ,,Chess.com’’-ზე სტარტს ,,ერთა თასის” ტურნირი აიღებს.

ონლაინტურნირი 10 მაისამდე გასტანს.

პირველობაზე ერთმანეთს: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს გუნდები შეერკინებიან.

4 მაისს გამართული კენჭისყრის შედეგად ერთმანეთს ევროპა – რუსეთი; ჩინეთი-დანარჩენი მსოფლიო; ინდოეთი-აშშ დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ნაკრების სახელით ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე იასპარეზებს.

ღონისძიება წრიული სისტემით 2 წრედ  რაპიდ ფორმატით გაიმართება.

თითოეულ მონაწილეს  პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან 25 წუთი ექნება.

ფიდეს ეგიდით, chess.com-ის პლატფორმაზე მიმდინარე ერთა თასის საპრიზო ფონდი 180 000$ შეადგენს.

პარტიების ნახვა კომენტარებით  თბილისის დროით 17:00 საათზე შეგიძლიათ.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი